არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
“თანასწორობის მოძრაობა” ჟურნალ ეგალიტეს მესამე ნომრის გამოსაცემად აცხადებს ფოტოგრაფების შესარჩევ კონკურსს.
ჟურნალ “ეგალიტეს” მესამე ნომერი ეძღვნება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებს, რომლებიც ლგბტქ+ თემზე, აქტივიზმსა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე ახდენს გავლენას. ჟურნალში გამოქვეყნდება 15 ავტორის სხვადასხვა სტატია.
სტატიების შინაარსობრივი მხარე მრავალფეროვანია და უნდა მოიცავდეს (ასევე, მივესალმებით ავტორების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს) საკითხებს:
– საქართველოში ან/და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სოციალური პროცესები;
– ლგბტქ+ თემის ინსტრუმენტალიზაცია და ჰომო/ბი/ტრანსფობიური პოლიტიკა თანამედროვე საქართველოსა ან/და რეგიონში;
– გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ანტი-გენდერული და ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოძრაობები: დინამიკა და გავლენა საქართველოზე;
– ლგბტქ+ თემი და აქტივიზმი: წინააღმდეგობის ისტორია და მისი რეალობა.
კონკურსის დასრულების შემდეგ ფოტოგრაფები იმუშავებენ სარედაქციო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაკომპლექტება თავად ატორების, ფოტოგრაფებისა და რედაქტორისგან.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ ფოტოგრაფებს, ისე ჯგუფებს.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 3 აპლიკანტი, თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი თანხაა 2500 ლარი.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr@equality.ge 2025 წლის 27 აპრილი 18:00 საათამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის Subject ველში მიუთითოთ: “ფოტოგრაფების კონკურსი“