კონკურსი მკვლევარის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქი თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს მკვლევარის პოზიციაზე, ლგბტქ თემის წევრებისა და ორგანიზაციის სოციალური სერვისების საჭიროებების შესახებ.

მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • კვლევებში მონაწილეობის და კვლევების წარმათვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 გა­მო­­ქ­­ვეყ­­ნე­ბუ­­­ლი პუბლიკაცია-ნაშრომები;
  • ლგბტქი საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ფუნქციამოვალეობები:

  • კვლევის სათანადო მეთოდებისა და საშუალებების განსაზღვრა
  • კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი რესურსების დადგენა
  • „თანასწორობის მოძრაობის“ სერვისებით სარგებლობის, კმაყოფილების კვლევის განხორციელება (ინტერვიუების ჩატარება ბენეფიციარებთან)
  • კვლევის ანგარიშების მომზადება და წარდგენა

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ნოემებრი, 2024

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე და გამოქვეყნებული კვლევა შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მკვლევარი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ მოწოდებული დოკუმენტები დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ კონკურსს და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.