ვაკანსია: პროექტის მენეჯერი


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია  აცხადებს ვაკანსიას  როექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პროექტის საგრანტო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების შესაბამისი დანართების (პროექტის განხორციელების ტექნიკური მიდგომა და მეთოდოლოგია, საორიენტაციო გეგმა-ფრაფიკი, ბიუჯეტი, საანგარიშო ფორმები) ზედმიწევნითი შესწავლა და აღნიშნულის საფუძველზე პროექტის იმლემენტაციის გეგმისა და სტრატეგიის შექმნა, ორგანიზაციის შესაბამისი მიმართულებების (ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტი, თემის მობილიზებისა და გაძლიერების დეპარტამენტი, ადვოკატირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, ადმინისტრაცის დეპარტამენტი) ხელმძღვანელებთან შეთანხმებით და თანამშრომლობით;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
  • პროექტის მიმდინარეობის შეფასება და მონიტორინგი;
  • პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვა, პროექტულად გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების მიცემა და შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
  • პროექტული საანგარიშო დოკუმენტების მომზადება და ანგარიშგება დონორთან;

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • პროექტის მენეჯმენტის, სულ მცირე, 3 წლიანი გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისური ენის მაღალ დონეზე (სულ მცირე, B2 დონეზე ცოდნა);
  • დონორებთან კომუნიკაციის, მათ შორის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები;
  • ლგბტქ+ ადამიანების საჭიროებების ცოდნა, აღნიშნულ თემთან და თემზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • MC office პროგრამების (Word, Excel, Power-Point) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სულ მცირე, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალური და/ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • კონფლიქტების მართვის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ვაკანსიაზე აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 ოქტომბერი

სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი 2024

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ლგბტქ უფბლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტის მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.