არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს გუნდური შეჭიდულობის ტრენერის შესარჩევად.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2 დღე დისტანციურად და 3 დღე გასვლით შეხვედრაზე
ანაზღაურება: 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
მუშაობის დაწყების პერიოდი: 10 ოქტომბერი
ტრენინგი გაიმართება: 13-15 ოქტომბერს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- ტრენერად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- გამოცდილება გუნდური შეჭიდულობის ტრენინგების ჩატარებაში.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ტრენინგ მოდულის შედგენა
- აქტივობების დაგეგმვა
- მონაწილეების საჭიროებების ანალიზი
- ტრენინგს სესიების ორგანიზება/ჩატარება
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ლგბტქი+ უფბლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2024 წელი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება „ტრენერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ კონკურსს და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.