“თანასწორობის მოძრაობა” ორგანიზაციის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიწვევთ გასვლით პიკნიკზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართება, თბილისიდან 1 საათის სავალზე საჯომარდო – სარეკრეაციო ტერიტორიაზე.
„თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ზრუნვა, სწორედ ამიტომ, 2024 წლის იუბილის დევიზია „ზრუნვის 13 წელი“. ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საქმეა, ზრუნვა თემის თითოეული წევრის გაძლიერებასა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.

გასვლითი აქტივობის მიზანს წარმოადგენს ქვიარ თემის წევრებისთვის ალტერნატიული სივრცის გაჩენა, სადაც საშუალება გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ მრავალ გასართობ-შემეცნებით აქტივობაში მეგობრებთან ერთად.
აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.