ქამინგ-აუთი: შეხვედრა ბესკ ქუთათელაძესთან


ქამინგ-აუთი ძალზედ რთული და კომპლექსური პროცესია ლგბტქ ადამიანების ცხოვრებაში.
ქამინგ-აუთი მიღების, გაგებისა და საკუთარი იდენტობის დაფასების პროცესია, რომელიც ორ ასპექტს აერთიანებს: საკუთარი იდენტობის თვითშეცნობას და მის გაზიარებას სხვებთან. ეს პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან პირიქით, ძალიან მოულოდნელი. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ უპირატესად ჰეტერონორმატიულია და საკუთარ ღირებულებებს ავრცელებს მათზეც, ვინც ასეთი არ არის. ლგბტქ ადამიანების დევნა, დამცირება და საზოგადოებრივი მიუღებლობა ლგბტქ ადამიანებს აიძულებს, დარჩნენ „კარადაში“, დამალონ საკუთარი იდენტობა და ამაზე ხმამაღლა არ ისაუბრონ.

„ქამინგ-აუთი არის უზომოდ რთული და პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც წამითაც არ მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ამან ბევრი გაანაწყენა და რამდენიმე ურთიერთობაც წაიშალა. ცხოვრება ჩემთვის შეუძლებელია ტყუილისა და საკუთარი თავის არმიღების პირობებში… ასეთ ცხოვრებას ციხეში ჯდომა ჯობია. ადამიანები შექმნილნი ვართ სოციალურ ქმნილებებად და ვერ ჩავიკეტებით. არ შეიძლება, გქონდეს გულწრფელი ურთიერთობა იმ პირობებში, როცა შენი პიროვნების დიდ ნაწილს მალავ.“- ბესიკ ქუთათელაძე

ხუთშაბათს, 7 სექტემბერს, 19 საათზე, “თანასწორობის მოძრაობაში” გაიმართება შეხვედრა ქვიარ აქტივისტ – ბესიკ ქუთათელაძესთან, რომელიც ისაუბრებს ქამინ-გაუთზე, მის გამოცდილებასა და ქვიარ აქტივიზმზე.

📍მისამართი: უ. ჩხეიძის #19, სართული #2 See less