რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ?


ცოდნა ძალაა
ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ სწრაფად იცვლება. ინფორმაციის მიღებისას ენდე მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წყაროებს. ებრძოლე სტიგმასა და დეზინფორმაციას.
შეინარჩუნე სიმშვიდე
მაიმუნის ყვავილის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ პანიკას.
ებრძოლე სტიგმას
სამარცხვინო არ არის, დაინფიცირდე მაიმუნის ყვავილით. სტიგმის არსებობა ზღუდავს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ზიანს აყენებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას. მოკლედ რომ ვთქვათ, სტიგმას თავად დაავადებაზე მეტი ზიანი მოაქვს. ებრძოლე სტიგმას და აამაღლე ცნობიერება.
იცოდე გადაცემის გზების შესახებ
გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობაში, ინფექცია გადაეცემა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით(მაგალითად სქესობრივი კონტაქტით). თუმცა, გადაცემის ერთ-ერთ გზას არასქესობრივი, პირდაპირი კონტაქტიც წარმოადგენს (მაგალითად შეხება).
იცოდე სიმოპტომები
მაიმუნის ყვავილის ხშირად გამოხატული სიმპტომებია: წყლულოვანი გამონაყარი გენიტალიებსა და ტანის სხვადასხვა ნაწილზე. სიცხე, ლიმფური კვანძების გადიდება, დაღლილობა და ა.შ.
როგორ მოვიქცე?
თუკი თვლი, რომ შესაძლოა მაინუნის ყვავილი გქონდეს, შეინარჩუნე სიმშვიდე და მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.
თუკი თავს შეუძლოდ გრძნობ
თუკი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაწუხებს რომელიმე, ან გქონდა მჭიდრო კავშირი ადამიანთან, რომელიც მაიმუნის ყვავილი დაუდასტურდა, დაეკონტაქტე ექიმს და მიჰყევი მის რჩევებს.

მიიღე მხარდაჭერა
თუ თქვენი კვლევის შედეგად მიიღეთ დადებითი პასუხი მაიმუნის ყვავილით ინფიცირებაზე, მიმართეთ მხარდაჭერის ქსელს თქვენთან ახლოს. მიიღეთ დახმარება საყიდლებთან და სხვა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით. თხოვეთ მეგობრებს, უზრუნველგყონ მედიკამენტებით. თვალყური ადევნეთ კანის დაზიანებებს – შესაძლოა დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, დაზიანებების ინფიცირების შემთხვევაში. გახსოვდეთ, მაიმუნის ყვავილით ინფიცირება სამარცხვინო არ არის!
შეინარჩუნე კონტაქტი პარტნიორებთან
თუკი აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობ, და ბევრი პარტნიორი გყავს, შეიანახე მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომ ინფიცირების შემთხვევაში, შეატყობინო პარტნიორებს და მათაც შეგატყობინონ შენ.
თვალი ადევნე ვაქცინაციის პროგრამებს
მაიმუნის ყვავილის შემთხვევების გაზრდასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სამიზნე პოპულაციების ვაქცინაციის პროგრამის შექმნაზე. დაუსვით კითხვები პოლიტიკოსებს, დარგის ექსპერტებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს მუშაკებს, როდის და რა ფორმით იგეგმება აღნიშნული პროგრამების განხორციელება. თუ კი თქვენთან ახლოს უკვე დაწყებულია აღნიშნული პროგრამის განხორციელება, აუცილებლად მიმართეთ, გაიარეთ კონსულტაცია და ისარგებლეთ სერვისით.
იყავი ეთიკური
არავის მოსწონს იმის გაგება, რომ რაიმე ახალი ინფექცია აქვს. თუ ამ ინფორმაციას სექს-პარტნიორისგან ან მეგობრისგან მივიღებთ, ჩვენი რეაქცია და პასუხი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სხვისი სტატუსის გათქმა, დამაზიანებელი ხმებისა და ჭორების გავრცელება არავის წაადგება და ერთნაირად საზიანოა ყველასთვის. დაიცავი კონფიდენციალურობა და იყავი თავაზიანი სხვების მიმართ.
მაიმუნის ყვავილი არ არის “გეი ვირუსი”
მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი გავრცელება გეი და ბისექსუალ მამაკაცებში უფრო ხშირია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილი “გეი ვირუსია” შეეწინააღმდეგე აღნიშნულ ნარატივს, რომელიც მედიიდან თუ საჯარო პირებიდან თუ ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან ისმის.

გახდი ჯანდაცვის აქტივისტი
კოვიდის პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი ვაქცინის შექმნა და ვაქცინაციის პროცესის დაწყება, მიუხედავად ამისა, გლობალური ჯანდაცვის პროცესები უთანასწორო აღმოჩნდა, რადგანაც მილიონობით ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რათა ყველას თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ჯანდაცვის სერვისებზე.
არ დანებდე!
ჩვენ ეს ყველაფერი აქამდეც გამოგვიცდია სხვა პანდემიების დროსაც. მუდმივად მზად უნდა ვიყოთ სტიგმასთან საბრძოლველად. ერთად ამ ყველაფერს გადავლახავთ!
საკონტაქტო ინფორმაცია
მაიმუნის ყვავილის სიმპტომების გამოვლების შემთხვევაში, ან დაავადებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მნიშნელოვანია დროულად მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას:
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს, ცხელი ხაზი: 032 2 398018
და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ცხელი ხაზი: 116001