“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ “პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობების კვლევას“, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების მიმართ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმის სპეციალისტების (ინტერნისტები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, გადაუდებელი მედიცინის ექიმი სპეციალისტები) დამოკიდებულებას.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვა ცხადყოფს პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლების დამატებითი და უწყვეტი განათლების აუცილებლობას, რამაც, უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის გაზრდა ლგბტქ+ თემის წევრებს მუდმივად უწევთ სოციალური სტიგმატიზაციის, დისკრიმინაციის და მარგინალიზაციის წინაშე ყოფნა, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიურ დინამიკას განაპირობებს.
კვლევის ავტორი არის გიორგი ხობუა. კვლევა მომზადდა „ახალი შესაძლებლობები საქართველოს ლგბტქი დღის წესრიგისათვის“ პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით
კვლევის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს:პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობების კვლევა