„პირადი პოლიტიკურია” ამტკიცებენ ფემინისტი თეორეტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ყოველდღიურობის განმსაზღვრელ ქმედებებს, დამოკიდებულებებს, ნორმებს, ტრადიციებსა თუ ურთიერთობებს. თუმცა, როგორია პოლიტიკა, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ცხოვრებას და აწარმოებს სისტემას რომელშიც ვცხოვრობთ?
ხშირად ვსაუბრობთ აქტივიზმზე, ქვიარ ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე, ხშირად ვიყენებთ სიტყვებს „თავისუფლება”, „სოლიდარობა”, „სიყვარული”, „თანასწორობა”. თუმცა სამწუხაროდ, ხშირად არ ვუფიქრდებით თუ:
- რა მნიშვნელობას ატარებს ეს სიტყვები თუ ტერმინები;
- რა იდეოლოგიას ეფუძნება ისინი;
- რომელი იდეოლოგიები გვისაზღვრავენ დღის წესრიგს;
- რა ღირებულებებზე დაფუძნებით იწარმოება ეს იდეოლოგიები;
- დაბოლოს, სად ვართ ჩვენ, ქვიარ ადამიანები, ჩვენი უფლებები, ამ იდეოლოგიების ორომტრიალში?
იმისთვის, რომ ჩავუღრმავდეთ აღნიშნულ საკითხებს, „თანასწორობის მოძრაობა” გიწვევთ „ქვიარ აკადემიის” ლექციებში მონაწილეობისთვის. აკადემიის მიზანს წარმოადგენს ქვიარ პერსპექტივიდან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის განხილვა და ჩვენი ადგილის მოძიება არსებულ დომინანტურ თუ არადომინანტურ იდეოლოგიებში. ამავე დროს, აკადემიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, სადისკუსიო ველის გახსნა და ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგისა და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვა.
გთხოვთ, იხილოთ „ქვიარ აკადემიის” სილაბუსი და დისკუსიებისა თუ ლექციების სია შემდეგ ბმულზე.
„ქვიარ აკადემიის” კურსდამთავრებულები მიიღებენ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ასევე, აკადემიის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეები განახორციელონ “თანასწორობის მოძრაობის” მცირე გრანტების ფარგლებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტის ფარგლებში ლექციები და დისკუსიები ჩატარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით დისტანციურად (zoom-ის მეშვეობით) ან ფიზიკურ სივრცეში.
ფიზიკურ სივრცეში ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს.
„ქვიარ აკადემიაში” მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ, შემდეგი ფორმა არაუგვიანეს 2 მარტისა.