სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა


სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კრიტიკულადაა შეფასებული 2020 წლის განმავლობაში ლგბტქ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობის მდგომარეობა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ლგბტქ+ უფლებადამცველებზე თავდასხმისა და დისკრიმინაციული მპოყრობის ფაქტები.

 ❝  ლგბტ+ თემის წევრები ამ საანგარიშო პერიოდშიც აწყდებოდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს ლგბტ+ თემის წევრების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შემცირდა, რამაც ამ კუთხით არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა. მაშინ, როდესაც აქტივისტები წლების განმავლობაში იბრძვიან უსაფრთხოდ შეკრებისათვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად, 2020 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ❞

იხილეთ ანგარიში