აივ ინფექცია: არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს (U=U)


მთვავარი სათქმელი მოკლედ:
• აივ-დადებით პირებს, რომლებიც იმყოფებიან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე 6 ან მეტი თვის განმავლობაში და აქვთ არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა, არ შეუძლიათ ვირუსის საკუთარი სქესობრივი პარტიორისთვის გადაცემა დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს.
• სწორედ ამას აღნიშნავს ტერმინი არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს (U=U)

თუკი თვენი პარტნიორი იმყოფება ანტირეტროვირუსუსლ მკურნალობაზე და აქვს არაგანსაზვრადი ვირუსუსლი დატვირთვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ფონზე მის სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებში (სპერმა, პრეეაკულაციური სითხე) ვირუსის რაოდენობა ქვეითდება იმ დონემდე, რომ სპეციალურ ტესტებს, რომლებიც ითვლიან აივ რნმ-ის რაოდენობას 1მლ სისხლში, უჭირთ ვირუსის დეტექცია.
აივ-დადებითი ადამიანები რეგულარულად იტარებენ ტესტირებას ვირუსის რაოდენობის (ვირუსუსლი დატვირთვის) განსასაზღვრად. ვირუსუსლი დატვირთვის ტესტები აივ/შიდსის PCR ტესტებია, რომლებიც ძალზედ სენსიტიურია.
ვირუსული დატვირთვა იზომება ე.წ. „კოპიოებით“. მკურნალობის დაწყებამდე აივ-დადებით პირს 10,000 ,60,000 და მილიონზე აივ “კოპიო” აქვს 1 მლ სისხლში. მკურნალობის დაწყებიდან დაახლოვებით 6 თვის თავზე კი ვირუსის რაოდენობა 20,30, 50 და 200-მდე ეცემა. არაგანსაზღვრადი ვირუსუსლი დატვირთვა არ გულისხმობს იმას, რომ პირი სრულად ან ნაწილობრივ მაინც განიკურნა აივ/შიდსისგან. მედიკამენტის მიღების შეწყვეტიან მალევე ვირუსული დატვირთვა კვლავ გაიზრდება.

არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის დროს საკუთარი სქესობრივი პარტნიორისთვის ვირუსის გადაცემა შეუძლებელია. ეს კი იმიტომ, რომ როდესაც ვირუსული დატვირთვა ძალზედ მცირეა, ვირუსის ეს რაოდენობა უბრალოდ არ არის საკმარისი ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორესთვის გადასაცემად. სხვა გვარად რომ ვთქვათ, იავ-დადებითი პირი, რომელსაც არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთა აქვს აღარ არის  გადამდები.

მეცნიერული მტკიცებულება

პირველი კვლევა, რომელიც აივ გადაცემას იკვლევდა აივ-დადებითი ადამიანიდან აივ-უარყოფით ადამიანზე 2000 წელს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობას 415 ჰეტეროსექსუალი წყვილი იღებდა . კვლევის ფარგლებში არ დაფიქსირებულა აივ გადაცემის არცერთი შემთხვევა აივ-დადებითი პირიდან აივ-უარყოფითზე. აივ-დადებითი ადამიანების ვირუსული დატვირთვა 1500 კოპ/მლ-ს უდრიდა.

2000 წლის შემდგომ უამრავი კვლევა ჩატარდა აივ გადაცემის შესახებ პირებში, რომლებიც იმყოფებიან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და აქვთ არაგანსაზღრადი ვირუსული დატვირთვა. ორმა დიდმასშტაბიანმა კვლევამ : „PARTNER 1, 2 „ და  „ Opposites Attract“, რომლებიც იკვლევდა გადაცემას დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას არაგანსაზღვრადი ვირუსუსული დატვირთვის მქონე პირებიდან აივ- ნეგატიურ პირებზე, აჩვენა, რომ 89,000  დაუცველი აქტიდან არცერთ შემთხვევაში ვირუსი არ გადაცემულა.

 

 

 

 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს. 

 

 

 

 

 

 

U=U პრაქტიკაში

U=U თავსებადია სექსის ყველა ნაირსახეობასთან. ის ეფექტურია როგორც
ჰეტეროსექსუალ, ისე ჰომოსექსუალ წყვილებში და ამასთან, ეფექტურია დედიდან
შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც. სავარაუდოა ისიც, რომ U=U ეფექტურია
ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების დროს გადაცემისას, თუმცა მეცნიერული
კვლევები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. U=U ერთგვარ შვებას
მოგგვრის, რადგან სექსის დროს აღარ მოგიწევს ღელვა იმაზე, რომ პარტნიორს აივით
დააინფიცირებ და იმაზე, რომ შენი აივ-დადებითი სტატუსის გამო სხვაგვარად
აღგიქვამენ. U=U შედარებით ახალი ცნებაა და ის შესაძლოა ბევრმა შენმა მეგობარმა
და პარტნიორმა არ იცოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაზიაროთ ინფორმაცია და
ავუხსნათ მათ, თუ რას გულისხმობს ის.
არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის მტარებელია აივ-დადებითი პირი, რომლის
სისხლშიც ვირუსის ოდენობა 50 ერთეულამდეა დაყვანილი, თუმცა კვლევებით
დგინდება, რომ არაგადამდებია პირი, რომელსაც ვირუსი 200 ერთეულს და მასზე
ნაკლებს უტოლდება.

 

აივ ინფექციის გადაცემის ფაქტები

როგორც უკვე ვთქვით, არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის დროს აივ
ინფექციის გადაცემა დაუცველი ვაგინალური, ანალური და ორალური სქესობრივი
კონტაქტით არ ხდება. თუმცა თუკი ადამიანი არ იმყოფება მკურნალობაზე დაუცველი
სქესობრივი კონტაქტით გადაცემის რისკები მაქსიმალურად დიდია.
ყოველდღიურ ყოფაში აივ ინფექციის გადაცემა არ ხდება:
· ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, კოცნით;
· დახველებით, ცემინებით;                                                                                                                                                                  · საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
· საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
· საცურაო აუზით, ან სატრენაჟორო დარბაზის სარგებლობით;
· კოღოს, მწერის და ცხოველის ნაკბენით;
· აივ-დადებითთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და
საყოფაცხოვრებო გარემოში;· აივ-დადებითთან დაცული სქესობრივი კონტაქტით.

 

მნიშვნელოვანია, ყოველი სქესობრივი კავშირის დროს თავი დავიცვათ კონდომით და გამოვიყენოთ პრეპი, თუკი არ ვიცით პარტნიორის აივ სტატუსი ან  თუ პარტნიორს ჯერ არ აქვს მიღწეული არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

მნიშვნელოვანია ვებრძოლოთ სტიგმას. გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს