ქვიარ აქტივისტებმა დღეს ბრიუსელში, გაეროს ოფისთან გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს.
„მას შემდეგ, რაც ღიად ჰომოფობი სოფიო კილაძე აირჩიეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად, ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ზრუნავს იმ ბავშვების უფლებებზე, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ. კილაძე ცნობილია თავისი დისკრიმინაციული განცხადებებით“. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Since openly homophobic #SophioKiladze has been elected as a member of the UN Committee on the Rights of the Child, it…
Posted by DROA Community on Sunday, December 6, 2020
25 ნოემბერს გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად აირჩიეს სოფიო კილაძე, ამ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდენ, რომ სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენით და, ამავდროულად, მისი კანდიდატურის დასახელებისას სახელმწიფომ დაარღვია გაერო-ს რეკომენდაციები რომელიც კანდიდატის ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოფიო კილაძეს არც უშუალოდ ბავშვის უფლებების სფეროში აქვს გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა. ორგანიზაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ასევე მის დამოკიდებულებაზე სამოქალაქო სექტორთან.