“თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქ ადამიანებს სოციალური მუშაკის უფასო მომსახურებას სთავაზობს. სოციალური მუშაობის მიზანია მომსახურების მიმღებთა სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, გაძლიერება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართვის უზრუნველყოფა.
სოციალური მუშაობა ორგანიზაციაში ხორციელდება შემთხვევის მართვის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს:
• მომსახურების მიმღების კონსულტირება და მხარდაჭერა
• მომსახურების მიმღების საჭიროებების შეფასება;
• მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირება და მასში მონაწილეობა;
• საჭიროებისამებრ სხვადასხვა სერვისებში გადამისამართება
• შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
სოციალური მუშაკის უფასო და ანონიმური მომსახურების მისაღებად უნდა მოხვიდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში მისამართზე ია კარგარეთელის 2. ვიზიტამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით (0322 47 97 48), ან ფეისბუკზე equality movement.
აკადემიური მიზნებისთვის სოციალურ მუშაკთან მიმართვისთვის, შეავსეთ სპეციალური ფორმა და გამოაგზავნეთ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@equality.ge