კონდომები ბარიერული თავდაცვითი საშუალებების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის სწორად შერჩევასაც აქვს თავისი სარგებელი:
- დაცული ხართ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან;
- დაცული ხართ არასასურველი ფეხმძიმობისგან;
- სქესობრვი აქტის ხარისხი უმჯობესდება;
იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ყველა პირობა დააკმაყოფილოს კონდომმა, საჭიროა მისი სწორად შერჩევა ვიცოდეთ.
ზომას გააჩნია!
ყველაზე ხშირად კონდომის დაზიანების მიზეზი სწორედ მისი არასწორი ზომაა. გაითვალისწინეთ, თითოეული აქტის დროს : კონდომი არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო, არ უნდა იყოს მტკივნეული მისი კეთება სექსის დროს, ან პირიქით,- არ უნდა იყოს ზედმეტად ფართე, კონდომის რეზინის კიდე სწორად და მსუბუქად უნდა ეკვროდეს პენისს, თუკი ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც ირღვევა, საქმე გვაქვს კონდომის არასწორ შერჩევასთან.
განარჩევენ სამი ზომის კონდომს :
სტანრდარტი/რეგულარი: 52-56მმ
პატარა : 49-52მმ
დიდი: 56-60მმ
როგორც წესი, კონდომები, რომელთაც სააფთიაქო ქსელში ვყიდულობთ, საშუალო ზომისაა და ექვემდებარება ყველა სტანდარტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თანაბრად ერგება.
- ცხრილი 1 – კომდომები და მათი ზომები
დასახელება | ზომა (მმ) |
Lifestyles Regular (Flared Fit) | 54 |
Playboy regular | 53 |
Carex | 52 |
Sico Ribbed | 52 |
Sico Safety | 52 |
Lifestyles Ultra Thin | 53 |
Lifestyles Large | 56 |
Lifestyles Zero (Classic/straight fit) | 52 |
Lifestyles Nano Thin (Classic/straight fit) | 54 |
Lifestyles Form Fit | 52 |
Lifestyles Ribbed | 54 |
Lifestyles O’Max Studded | 52 |
Lifestyles Assorted | 53 |
Skyn Original | 53 |
Skyn Elite | 53 |
Skyn Intense Feel | 53 |
Skyn Extra Lube | 53 |
Skyn Large | 56 |
Skyn Selection Pack | 53 |
Skyn Unknown Pleasures | 53 |
Skyn Intense Vibe | 53 |
Four Seasons Naked Classic | 54 |
Four Seasons Naked Black | 56 |
Four Seasons Naked Delay | 54 |
Four Seasons Naked Closer | 49 |
LifeStyles SKYN Large | 60 |
Four Seasons Naked Larger | 60 |
Four Seasons Air | 52 |
Durex Regular | 56 |
Durex Climax Stimulating Condoms | 56 |
Durex Fetherlite Ultra Thin Feel | 52 |
Durex Pleasure Me Condoms | 56 |
Durex Comfort XL | 57 |
Glyde Ultra | 53 |
Glyde Slimfit | 49 |
Glyde Super Max | 60 |
*ჩამონათვალში არსებული ყველა კონდომი საქართველოში მოიპოვება
BFF : კონდომი & ლუბრიკანტი
ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს. შემცირებული ხახუნი კი ამცირებს კონდომის ან სხვა ბარიერული თავდაცვითი საშუალების გახევის/დაზიანების ალბათობას. შედეგად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ვერ აღწევს ადამიანის ორგანიზმში. შემცირებული ხახუნით, რომელიც ლუბრიკანტის გამოყენებით მიიღწევა, ანალური სექსი ბევრად კომფორტულია. ლუბრიკანტის გამოყენება ყველა სახის სექს სათამაშოზე, თითებზე ან პენისზეა შესაძლებელი, რათა სექსუალური გამოცდილებები არ ასოცირდებოდნენ ტკივილთან.
კონდომები არომატით
გარდა სტანდარტული კონდომებისა, არსებიბობს კონდომები სხვადასხვა არომატით (ძირითადად ხილის) რომელსაც ხშირად ორალურ კონდომებსაც ეძახიან, თუმცა მსგავსი სტანდარტი“ორალური კონდომი“ აღარ არსებობს. არომატიზებული კომდომები ისეთივე ხარისხისაა, როგორც არაარომატიზებული, განსხვავება მხოლოდ არომატებშია.
ალერგიული რეაქცია ლატექსზე
კონდომების უმეტესობა ლატექსისგან მზადდება, თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანს აქვს ალერგიული რეაქცია ლატექსზე, რაც მარტივად – გამონაყარით გამოიხატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალერგიულობა ამ შემთხვევაში არ არის მძიმე და ალერგიული რეაქცია როგორც წესი, კონდომის გამოყენებიდან რამდენიმე საათში იჩენს ხოლმე თავს.
მათ, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, კარგი ამბავი გვაქვს- არსებობს სხვადასხვა მასალით დამზადებული კონდომები : პოლიურეთანი, პოლიიზოპრენი
სად ვიშოვო კონდომი?
კონდომის შოვნა ძალიან მარტივია ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.
ამასთან, თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ ლატექსის კონდომებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. გამოიწერეთ საიტიდან : www.selftest.ge