ახლად დასმული დიაგნოზი : არვ მკურნალობის მნიშვნელობა


იყო აივ პოზიტიური, ნიშნავს იმას, რომ შენს ორგანიზმში არის ვირუსი სახელად აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი). ამ ვირუსის მტარებლობა კი დღესდღეობით  არსებული ეფექტური და უფასო მკურნალობის ფონზე აღარ წარმოადგენს არც განაჩენს და არც ცხოვრების დასასრულს.

აი, რა შეუძლია არვ მკურნალობას:

 

  • შეგიძლია იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. მედიკამენტები არ მისცემს საშუალებას ვირუსს, გამრავლდეს და საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას. მედიკამენტები იმუნურ სისტემას უწინდებურ ფორმას და ქმედუნარიანობას უბრუნებს, შესაბამისად შენს იმუნურ სისტემას კვლავაც ექნება ძალა, ებრძოლოს სხვა ინფექციებს.
  • შეგიძლია იცხოვრო დიდხანს. არვ მკურნალობა ნამდვილად ეფექტურია ასევე იმ მხრივ, რომ მკურნალობის ფონზე აივ პოზიტიური ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმდენივეა, რამდენიც აივ ნეგატიური ადამიანის.
  • შეგიძლია ისევ დაკავდე აქტიური სქესობრივი ცხოვრებით და გქონდეს პირადი ურთიერთობები. არვ მკურნალობის ფონზე, სხვისთვის დაავადების გადაცემა შეუძლებელია. ამიტომ საკუთარმა აივ სტატუსმა არ უნდა დაგაბრკოლოს, გქონდეს აქტიური სქესობრივი ცხოვრება და გყავდეს პარტნიორი.
  • შეგიძლია იყო ისეთივე აქტიური, როგორც უწინ. ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა, მოითხოვს სპეციალურ კვების რეჟიმს და უამრავ მცირე დეტალს. აივ დიაგნოზის შემდეგ არ იფიქრო, რომ გექნება რაიმე შეზღუდვა და ლიმიტები ყოველდღიურ ყოფაში.

 
არვ მკურნალობა რეკომენდებულია ყველა აივ-დადებითი პირისთვის დაავადების ნებისმიერ სტადიაზე!

                                     

 ცხოვრება აივ ინფექციით, მკურნალობის გარეშე

 

მსოფლიოს მასშტაბით ზოგიერთი ადამიანი უარს ამბიბს არვ მკურნალობაზე სხვადახვა მიზეზის გამო. იმის გასაგებად, თუ რა როლს თამაშობს არვ მკურნალობა ადამიანის ცხოვრებაში, საჭიროა ეტაპობრივად მივყვეთ იმ სტადიებს, რასაც აივ ინფექცია გადის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან ბოლომდე.

მაშინ, როცა აივ ინფექცია პირველად შეიჭრება ორგანიზმში, ვიტარდება ე.წ. მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელიც ძალიან წააგავს უბრალო გაციებას. სწორედ სიმპტომატიკის ასეთი მსგავსება სხვა დაავადებებთან აქცევს აივ ინფექციას გამოუვლენელ დაავადებად. თუკი არ დაისმევა ლაბორატორიული დიაგნოზი, შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს საკუთარი სტატუსის შესახებ.

 

არვ მკურნალობაზე უარის თქმით ვირუსი გააგრძელებს იმუნურ სისტემაზე თავდასხმას მანამ, სანამ იმუნური სისტემა ისე არ დაუძლურდება, რომ ვეღარ გაუწიოს წინააღმდეგობა ორგანიზმში შემოჭრილ სხვადასხვა ვირუსებსა და ინფექციებს. ეს კი დაინფიცირებიდან საშუალოდ სტატისტიკურად 5-8 წელიწადს გრძელდება.

თუკი ადამიანი არ იმყოფება არვ მკურნალობაზე, აივ ინფექცია გარკვეული დროის შემდგომ გადავა შიდსის სტადიაში, რაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს ნიშნავს.

არვ მკურნალობის დროული დაწყება და მისი სწორად წარმართვა საკუთარი  და სხვათა ჯანმრთელობს საწინდარია!

არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა და გადაცემის რისკები 

  • ეფექტური არვ მკურნალობა ამცირებს ვირუსის რაოდენობას სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში;
  • იმ წამიდან, როცა აივ „კოპიოების“ რიცხვი არაგანსაზღვრამდე დავა, სხვისთვის დაავადების გადაცემა შეუძლებელი ხდება;
  • სწორედ ამას გულისხმოს სლოგანი : არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს

 

აივ ინფექციის რაოდენობას სისხლში კლინიცისტები ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ვირუსული დატვირა, ეფექტური არვ მკურნალობის ფონზე (3 მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად), სხეულის სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში ვირუსის რაოდენობა იკლებს და შესაბამისად ტესტები, რომლითაც იზომება ვირუსული დატვირთვა, ვერ ხედავს ვირუსს, ან ხედავს თუმცა ის იმდენად მცირეა, რომ მისი ვინმესთვის გადაცემა შეუძლებელია.

ამ მოვლენას ხშირად ეძახიან ვირუსის სუპრესიას ან ვირუსის განულებას.

2016 და 2018 წებში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვევებმა PARTNER 1  და PARTNER 2  რომელიც აივ გადაცემას იკვლევდა ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ ადამიანებში სქესობრივი გზით აჩვენა, რომ 972 გეი და 516 ჰეტეროსექსუალ დისკორდანტულ წყვილში ჯამში 83,000-მდე დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს არ დაფიქსირდა არც ერთი გადაცემა აივ პოზიტიური ადამიანიდან აივ ნეგატიურზე. კვლევაში მონაწილე აივ პოზიტიური ადამიანები იმყოფებოდნენ მკურნალობაზე და მათთან ვირუსი სუპრესირებული იყო (200 ერთეულზე ნაკლები)

მკურნალობა და მისი ქმედითუნარიანობის შენარჩუნება 

მკურნალობა გულისხმობს ყოველდღიურად 2 ან 3 აბის მიღებას დროის სხვადასხვა ან ერთსა და იმავე მონაკვეთში. ეფექტური მკურნალობისთვის უნდა გაითვალისწიონო:

  • მიიღო მედიკამენტიერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად;
  • მიიღო მედიკამენტის ზუსტად ანსაზღვრული დოზა;
  • მიჰყვე ველა მითითებას საკვებტან და სასმელთან ინტერაქციაში ( ზოგიერთი წანალი შეიწოვება საჭმელტან, ან საწმლის გარეშეც);
  • შეამოწმე სხვა წამლებთან ინტერაქცია (ყოველთვის დაეკითხე ექიმს, ხომ არ შედის ურთიერტქმედებაში ესა თუ ის მედიკამენტი არვ მედიკამენტებთან)

ყოველთვის დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. გახსოვდეს, რომ მედიკამენტის დოზების ჩაგდება და მათი შეწყვეტა, გამოიწვევს მედიკამენტის ქმედითუნარიანობის დაქვეითებას ან სრულად შეწყვეტას.

გვერდითი ეფექტები

ახალი თაობის მედიკამენტებს ფაქტობრივად არ აქვთ გვერდითი ეფექტები ან თუ აქვთ, ისინი მკურნალობის დაწყებიდან მალევე ქრება.

თუკი გვერდითმა ეფექტმა იჩინა თავი, აუცილებლად დაეკონტაქტებთ თქვენს მკურნალ ექიმს.