ედინბურგის უნივერსიტეტმა ლგბტქი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც თავს ლგბტქი თემის წევრად ან მის მეგობრად მიიჩნევენ.
დაფინანსება განკუთვნილი იქნება ბიზნესის მაგისტრანტებისა და მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სტუდენტებისთვის ამ სტიპენდიის დასანიშნად ედინბურგის უნივერსიტეტი თანამშრომლობს კულტურისა და მეწარმეობის ჯგუფთან Somewhere EDI.
ედინბურგში დაფუძნებული გაერთიანების მიზანია, რომ გაზარდოს ხილვადობა, ჩართულობა და მრავალფეროვნება ბიზნესისა და კულტურის სფეროებში. ბიზნესის მაგისტრატურის წარმატებული სტუდენტები მიიღებენ მენტორობასა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას Somewhere EDI-ისგან.
ქეთრინ პირსმა, Somewhere EdI-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ სტიპენდიის მიზანია ლგბტქი მეწარმეების მხარდაჭერა.
“დადგა დრო, რომ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგათ ლგბტქი ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროში გასაძლიერებლად. საკუთარი ბიზნესის გაძღოლა რისკიანია, განსაკუთრებით კი ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო მეტი გამოწვევის წინაშე უწევთ მხოლოდ იმის გამო, რომ არიან ისინი ვინც არიან. სტიპენდიის მიზანია, რომ დაანგრიოს ის საზოგადოებრივი ბარიერები, ბიზნესში ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად”, – ამბობს ქეთრინ პირსი.
სტიპენდიის სახით 10 000 ევროა გამოყოფილი. განაცხადის გაგზავნი ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი. სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე.