2018 წლის 18 ივნისს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD-11) გამოსცა. კლასიფიკაცია განსაზღვრავს ჯანდაცვის ტრენდებსა და მსოფლიოს სტატისტიკებს, შეიცავს 55000-მდე უნიკალურ კოდს დაზიანებების, დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ. კლასიფიკაცია წარმოადგენს საერთო ენას, რომელიც საშუალებას აძლევს პროფესიონალებს მსოფლიოს გარშემო, გაცვალონ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ.
დღემდე (ICD-10-ის მიხედვით), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტრანსსექსუალობის კლასიფიკაციას ახდენდა მე-5 თავის მიხედვით,“გენდერულ დისფორიად” ხაზს უსვამდა, რომ ის ფსიქიკური პრობლემა იყო, ახლა მისი კლასიფიკაცია “სექსუალური ჯანმრთელობის მდგომარეობის” თავში გადაინაცვლებს და “გენდერულ მიუღებლობად” განისაზღვრა.
ICD-11 ასამბლეის წინაშე დასამტკიცებლად წარადგენენ 2019 წლის მაისში, ხოლო ძალაში შევა 2022 წლის 1 იანვრიდან. ხოლო წინასწარი გამოცემის საშუალებით ქვეყნებს ექნებათ საშუალება დაგეგმონ კლასიფიკაციის ახალი ვერსიის გამოყენება, მოამზადონ თარგმანები და გადაამზადონ პროფესიონალები თავიანთ ქვეყანაში.