კონკურსი რედაქტორის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

“თანასწორობის მოძრაობა” ჟურნალ ეგალიტეს მესამე ნომრის გამოსაცემად აცხადებს რედაქტორის შესარჩევ კონკურსს.

ჟურნალ “ეგალიტეს” მესამე ნომერი ეძღვნება საქართველოსა და რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) მიმდინარე  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებს, რომლებიც ლგბტქ+ თემზე, აქტივიზმსა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე ახდენს გავლენას. ჟურნალში გამოქვეყნდება 15 ავტორის სხვადასხვა სტატია.

სტატიების შინაარსობრივი მხარე მრავალფეროვანია და უნდა მოიცავდეს (ასევე, მივესალმებით ავტორების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს) საკითხებს:

–   საქართველოში ან/და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სოციალური პროცესები;

–   ლგბტქ+ თემის ინსტრუმენტალიზაცია და ჰომო/ბი/ტრანსფობიური პოლიტიკა თანამედროვე საქართველოსა ან/და რეგიონში;

–   გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ანტი-გენდერული და ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოძრაობები: დინამიკა და გავლენა საქართველოზე;

–  ლგბტქ+ თემი და აქტივიზმი: წინააღმდეგობის ისტორია და მისი რეალობა.

კონკურსის დასრულების შემდეგ რედაქტორი იმუშავებს სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაკომპლექტება თავად რედაქტორის, ავტორებისა და ფოტოგრაფებისგან.

მოვალეობები:

  • პუბლიკაციის კონცეფციის შექმნა პროექტის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
  • სარედაქციო ჯგუფის (ავტორები, ფოტოგრაფები, დიზაინერი) ხელმძღვანელობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • რედაქტორად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: 6 000 ლარი

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, პუბლიკაციის კონცეფციის მოკლე მონახაზი და ძველი პუბლიკაციების ნიმუში ელ. ფოსტის მისამართზე: hr@equality.ge , ხოლო მეილის Subject ველში მიუთითოთ: „რედაქტორი“

2025 წლის 4 აპრილის 18:00 საათამდე.

კონცეფციის მონახაზის შექმნისას გაითვალისწინეთ ზემოთაღნიშნული თემები და მიმართულებები (მაქს. 500 სიტყვა).