ვის ვისი ეშინია 


ავტორი: ქრისტინე ჭელიძე

რას ხედავ სარკეში?  

ქალი ვარაშკარად ქალი ვარ. მაგრამ სახლის სახურავზე, ბაღის გრძელ სკამზემდინარეების პირას, ოთახში მარტოობისას კიდევ რაღაც სხვაც ვარ. ხან არ ვიცი რა ან ვინ ვარ. გარშემომყოფებისთვის სულ ქალი ვარ. ეს არ არის გაორება. ეს უფრო არაღიარებაარომ რაღაცით უცნაური, სხვებისგან განსხვავებული ხარ და ეს გაშინებს. არ მინდა სხვებისგან განვსხვავდებოდე! გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები რა ხდება? რა მჭირსრატომ მაქვს ასეთი უცნაური გრძნობები იმ ქალის მიმართ, გუშინ რომ ვნახეცდილობ, არ იფიქრო ამაზე და მაინც, ყოველი სარკეში ჩახედვის დროს, ხვდები რომ ქალი ხარრომელიც რაღაცებს არასწორად გრძნობს, არასწორად აღიქვამს და არასწორი ფიქრის ობიექტი ყავს. თუმცა სარკე ვერასდროს იქნება ობიექტური ის ყოველთვის გარემოს მიერ შექმნილ კონსტრუქციებს აირეკლავს, რომელსაც უნდა მოერგო. სხვა შემთხვევაში გაურკვეველი სილუეტი ჩანს ვინ შეიძლება ვიყო, თუ არა ის, რაც მასწავლეს, როგორც გამზარდეს?!.. მეშინია… 

რას მალავ?  

ამას ვერავინ გაიგებს. ვერც მეგობრები. ან რა უნდა ვთქვა, როგორ გავამართლო ჩემი გრძნობები და გავხადო რაციონალური, გასაგები?! ოჯახი? გამორიცხულია! მე თვითონ არ მესმის, სხვას რა მოვთხოვო? სად რა წავიკითხო ამის შესახებ? ვის დაველაპარაკო? შენ ქალი ხარ და კაცი უნდა გიყვარდეს! გავთხოვდიერთი წლის შემდეგ ქვეყანა დავტოვემარტომ. ჩემი ქმარი მიყვარს, ის განსაკუთრებული ადამიანია, მაგრამ უკვე ვხვდები და ვაღიარებ საკუთარ თავთან, რომ ეს ქალი… “სხვანაირადმიყვარს. ცალმხრივად, მაგრამ უსაზღვროდგულის რევამდეყოველ წამს, ყველა ფიქრში, ყველა ამოსუნთქვაში, ჩემი ყველა უჯრედი ამ ქალისგან შედგება, ყველაფერი მისია, ყველაფერში ის არის.. ვინგრევივიმსხვრევი! გავიდა 7 წელიდა როგორღაც ახლიდან დავიბადეჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სხვა ქალი. გრძნობები ამჯერად ორმხრივია. აღარც სარკეში ჩახედვისას ვარ ტიპიური “ქალი”. თუმცა მდინარის პირას, ხანდახან ისევ ვფიქრობ, რომ გადავხტე.. ხან მაჯას ვისინჯავ მეტკინება თუ ვერაფერს ვიგრძნობ?.. რადგან ბედნიერების უსასრულოდ მალვა კიდევ უფრო რთული ყოფილა, ვიდრე უბედურების. თან, პრინციპში, ვეღარც ვხვდები რას ვაშავებ? რატომ ვარ სასირცხვილო? რა არის ჩემი ბრალი?  

რატომ მალავ?  

მეშინია!    

რას იტყუები?  

საკუთარ თავსვატყუებ ყველას. ვატყუებ ყველაფერში რაც მე მეხება ნახევრად სომეხი ვარ არა და ყველას ქართველი ვგონივარ დედის გვარზე ვარ. ასე მასწავლეს, რომ ეს

სასირცხვილოა, უნდა დავმალო თუ არ მინდა პრობლემები შემექმნას ცხოვრებაში. ღარიბი ვარ არადა, თითქოს, ყველაფერი კარგადაა, სკოლაშიც ყოველთვის ვიხდი ფონდის ფულსდა ექსკურსიებზეც ყოველთვის ვდებ შესაგროვებელ 20 ლარს, უმეტეს შემთხევაში, ნასესხებს. სახლში დაუნის სინდრომიანი დეიდა მყავს ბებიაჩემს არ უნდა, ეს სადმე ვთქვა და კლასელები სახლში მოვიყვანო. ჯობია, თუ მათთან წავალ. თამრიკოს შეხედავენ და სიცილს დაიწყებენ ბებიაჩემს არ უნდა. ან რანაირი სახლი გვაქვსმაგრამ მე უკვე სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტიც და გერმანიაში ვარ. მაინც ვიტყუები, რომ გათხოვილი ვარ, რომ მამა მკვდარი მყავს ზედმეტ კითხვებს ვირიდებ ასე თავიდან მამაჩემის შესახებ და, რაღაცნაირად, გაბრაზებულ გულსაც ვიოხებ. დედა? დედა საზღვარგარეთაამე ბებიასთან და ბაბუასთან გავიზარდე. დეიდას ისევ ვმალავ. უკვე ვცდილობ ამ ყველაფრის სადღაც ქვეცნობიერში ჩატენვას. ასე ვებრძვი ჩემს სოციოფობიასარსად ვჩანვარ. თითქოს ავორთქლდი. ჩემს ათას მეგობარს დავეკარგე და ვცდილობ გადავრჩე, როგორღაც საკუთარი თავი დავიბრუნო. თუმცა მიზეზები ტყუილისთვის მაინც არ მელევა. ისევ ვატყუებ ყველას, რადგან ამჯერად კიდევ უფრო დიდი, უფრო სასირცხვილო, უფრო ცოდვიანიამბავი მაქვს საკუთარ თავზე ამბავი იმისა, თუ ვინ მიყვარს. ვინ არის ის ერთადერთი მიზეზი, ვის გამოც ვიღვიძებ და ვცდილობ ვიცოცხლოსახლში ყოფნა მიხარია, რადგან მხოლოდ სახლში ვაკეთებ იმას, რაც მინდა“. გარეთ კი ისევ ის კონფორმისტი, სხვების აზრებსა და შეხედულებებში გახვეული სიყალბე ვარსაზოგადოებისთვის კვერის მკვრელი მათ როგორც გაუხარდებათ, როგორც მათთვისაა სწორი და მისაღები, ისეთი. თუმცა ერთ ციცქნა რაღაცას, რასაც არასდროს ვიტყუები, არც დადებითს და არც უარყოფითს, თვითგადარჩენისთვის გავივლებ ხოლმე დათრგუნულ ფიქრებში: “სამაგიეროდ, შენ არასდროს იტყუები გრძნობებს!” 

რატომ იტყუები? 

მეშინია!  

რისი გეშინია?  

ბავშვობიდან ასე მასწავლეს, რომ რაღაც სასირცხვილო მაქვს და უნდა დავმალოსასირცხვილო, დასამალი ამბები არ გამოილია ჩემ ცხოვრებაში და მეც ბეჯითად ვცდილობ კარგიდა მისაღები ვიყო ყველასთვის.  

სოციუმი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ქსენოფობიურია უცხო არ უყვარს. “სომეხი”  სალანძღავი სიტყვაა. ჩემი კლასელებიც ხმარობენ და თან ჩემს მხარზე ხელი აქვთ გადმოხვეული. მე ჩუმად ვარარ ვიცინი, არ ვსაუბრობ, მტკივა. თუკი სიმართლეს გაიგებენ ჩემზე, ყველა შემიძულებს, გამრიყავს, დამცინებს და აღარავის ვეყვარები. მე ხომ ისედაც ასე რთულად შესაყვარებელი ვარ საკუთარ მამას არ ვუყვარვარ, მიმატოვა და სხვები როგორ შემიყვარებენ?..  

სოციუმი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აბლეისტურია არც შშმ ადამიანები უყვარს. მე კი დეიდაჩემთან ერთად ვიზრდები. მასთან ვიყოფ ტკბილეულს, მასთან ერთად ვთამაშობვჭამ, ვიცინი, ვტირი, ვიძინებ

სოციუმში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სიღარიბე სირცხვილია. თუმცა არავინ ეძიება ამ სიღარიბის მიზეზებს

სოციუმი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ჰომოფობიურია მე მათი მტერი გამოვდივარმათ ჩემი ეშინიათ რომ მათ ღირებულებებს საფრთხეს ვუქმნი, რომ მათ ოჯახს, მათ შვილებს ვრყვნი, მათ რწმენას შეურაცხცყოფ.  

რაღაც მომენტში კი მიჩნდება კითხვა ნუთუ მართლა ეშინია ამ საზოგადოებას ჩემინუთუ მართლა საშიში ვარ მათთვის? თუ ეს უბრალოდ ზიზღია? ირაციონალურიაუხსნელი, განსხვავებულის ზიზღი. სინამდვილეში ხომ მე თვითონ მეშინია მთელი ცხოვრება მათი, მე ვიმალები მათგან, მე ვიჩაგრები, მაზიზღებენ საკუთარ თავს და ათასგვარ სისაძაგლეს მაფიქრებინებენ. რისთვის? – თუ როგორი დავიბადე, სად დავიბადე და ვინ ვარ?! რატომ ვარ ვალდებული, ვიყო ჰეტეროსექსუალი? ვინ სვამს ადამიანის სექსუალობას, გენდერს ან გრძნობებს ამ აბსურდულ ჩარჩოში? “საზოგადოების შეხედულებები” – ნუთუ ესაა, რამაც უნდა განაპირობოს ჩემი ცხოვრება? ან რა აზრი აქვს ისეთ სიყვარულს და პატივისცემას, თუ ადამიანებს ჩემი ტყუილი ეყვარებათ და არა სიმართლე (თუმცა მე ამ საზოგადოებას არაფერში ვადანაშაულებ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და ამ მიზეზებზე სხვა დროს ვისაუბროთ.)?!  

ყველაზე მტკივნეული კი ჩემთვის ამჯერად ისაა, რომ ოჯახს ვატყუებ. ეს არასდროს გამიკეთებია აქამდე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი შეუძლიათ კი მათ დამკარგონ და მომიძულონ იმის გამო, თუ ვინ მიყვარს?.. რა შეიძლება იმაზე დამანგრეველი იყოს ადამიანისთვის, როცა საკუთარი ოჯახი, მშობელი, ვისაც წესით უპირობოდ უნდა უყვარდე, გრიყავს და უარს ამბობს შენზე იმის გამო, თუ ვინ ხარ… 

მეშინია!  

რა მოხდა?  

გერმანიიდან საქართველოში ორი კვირით მოვფრინავთ. 6 წელია საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ, რის შესახებაც ჩემმა ოჯახმა არაფერი იცის. გადაწყვეტილი მაქვს ამჯერად ყველაფერი მოვყვე. რადგან ამასობაში საკუთარი თავის მიღება ვისწავლე. მე არ ვთავსდები რაღაც უკიდურეს პოლუსებზე. ჩემი სექსუალობა სპექტრზე მოძრაობს, ის არ იყინება ერთ ადგილას და ეს სრულიად მისაღებია ჩემთვის. ამით საშიში არავისთვის ვარპირიქით სისტემა/წყობა მემუქრება და ემუქრება ყველა ჩემნაირს, ყველა ჩემგან განსხვავებულსაც, ვინც რატომღაც ვერ ჯდება პატრიარქატის მიერ დაწესებულ ჰეტერონორმატიულ ჩარჩოებსა და წესებში.  

…ვჭამთ. მეფერებიან. უხარიათ, რომ მათთან ვარ. თითქოს შესაფერისი მომენტია ყველაფრის სათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვალაგებ წინადადებას… 

რა გჭირს? ცუდად ხარ? არ გეყო ეტყობა დასვენება

ხმას არ ვიღებ, შეიძლება ამეტიროს.  

რა გჭირს ქრისტინე? იძაბებიან. 

-ხანდახან მგონია, რომ თქვენ მე კი არა, ვიღაც სხვა გიყვართ ჩემ სხეულში.  -გააფრინე? დაბნეულები მიყურებენ. აშკარად სერიოზულად ვამბობ.  -მე მარტო არ ვცხოვრობ. ერთად ჩამოვედით. 

ხო, ვიცით, რომ მარტო არ ცხოვრობ. კარგია. გაგვაცანი. – ამბობს დედაჩემი.  …  

ვინ არის? რა ქვია?  

და მე ვამბობ მის სახელს, რომელიც აშკარად გოგოს სახელია და უკონტექსტოდ ვამატებრომ მას არასდროს უჭამია ღომი.  

ყველა დადუმდა. მე ბებიაჩემს ვუყურებ. ვცდილობ, არ ამეტიროს. ბებიაჩემი კი ამბობს:  –მოვიდეს. გავაკეთოთ ღომი

აღარ მეშინია