გურამ ღონღაძე – ქვიარ კინოს აღორძინება | აქტივისტების აკადემია [ვიდეო]


“ფილმები ხდება უფრო ღია, უფრო მხიარული. ისინი უფრო რეალისტურად ასახავენ პერსონაჟების ურთიერთობებს და მათ, როგორც სასიყვარულო, ასევე პირად ურთიერთობებს. ქვიარ კინოც ამ პერიოდში, 70-იანი წლებიდან, შედის ერთგვარ რენესანსში. იწყება ერთგვარი აღორძინების ხანა.”

გურამი ღონღაძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი საუბრობს შემდეგ საკითხებზე:

* კინემატოგრაფის დაინტერესება ქვიარ პერსონაჟებით, თუ როგორ ხდებa ქვიარ საკითხები უფრო რეალისტური და სიღრმისეული;
* როგორ თავისუფლდება კინო ჰოლივუდში დაწესებული შეზღუდვებისგან;
* დიდი კინოკომპანიებისა და დამოუკიდებელი რეჟისორების დაინტერესება ქვიარ კინოთი;
* პირველი “ქვიარ კოცნა”;

აღნიშნული ლექცია “თანასწორობის მოძრაობის” პროექტის აქტივისტების აკადემიის ფარგლებშია მომზადებული. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ.