“[1930-60-იან წლებში] ამ პერიოდის და ამ ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასიამოვნო ან დადებით შუქში არ ხატავდა ქვიარ პერსონაჟებს, მაინც იმიტომ არის საინტერესო მათი გადახედვა და ნახვა ისტორიის გაცნობის თვალსაზრისით, რომ დღევანდელ მაყურებელს გაუჩნდება ის თანაგრძნობა, რომელზეც არ ფიქრობდნენ ამ ფილმების შემქმნელები… თუმცა ეს მაინც ხდება მათგან დამოუკიდებლად”.
გურამი ღონღაძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი საუბრობს შემდეგ საკითხებზე:
* როგორ ჩნდებიან ქვიარ სხეულები კინოს განვითარების პირველ ათწლეულებში;
* როგორ ემორჩილებიან ისინი ჰოლივუდში დაწესებულ შეზღუდვებს;
* ქვიარ და ქვიარ კოდირებული პერსონაჟების ფარული წარმოჩენა კინემატოგრაფში;
* ქვიარ პერსონაჟების გაბოროტება. ნაციზმთან, ანტისემიტიზმთან ერთად ქვიარები არიან ხშირად მკვლელებიც;
* 1970-80-იანი წლებიდან იწყება ქვიარ ბუმი და რეალისტური სახე ეძლევა ქვიარ პერსონაჟებს და მათ ცხოვრებას.
აღნიშნული ლექცია “თანასწორობის მოძრაობის” პროექტის აქტივისტების აკადემიის ფარგლებშია მომზადებული. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ.