გასულ წელს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ გაიცა ნებართვა, აივ ინფექციის გენური თერაპიის პირველი ეტაპის კვლევების დასაწყებად , რომელსაც ამერიკის გენის ტექნოლოგიები(AGT) აწარმოებს. AGT103-T აივ ინფექციის ფუნქციური „განკურნებისთვის“ შექმნილი გენური თერაპიის მოდელია, რომლის მთავარ მიზანს, აივ-დადებითი ადამიანის ფუნქციური განკურნება წარმოადგენს.
AGT103-T წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფოცირებულ უჯრედულ პროდუქტს, რომელიც მიღებულია ადამიანების კუთვნილი უჯრედებისგან და ex vivo ლენტივირუსულ ვექტორზე დამუშავების შემდგომ, შეყვანილია პაციენტების ორგანიზმში. პრე-კლინიკურმა კვლევებმა, რომელიც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატრადა, აჩვენა შესაძლებლობა იმისა, რომ გენური თერაპიის ზემოაღნიშნული მეთოდით ორგანიზმიდან აივ ინფექციის ელიმინაცია შესაძლებელია.
პირველი ფაზის RePAIR (მძლავრი ანტივირუსული იმუნური პასუხების აღდგენა) კვლევის პაციენტებთან მიმდინარებს საკუთარი უჯრედების ინფუზია (გადასხმა), დაზიანებული იმუნოკომპეტენტური უჯრედების აღსადგენად, რომელთა დაზიანება გამოწვეულია აივ ინფექციით. გენური თერაპია შექმნილია AGT -ს მიერ და ის მიმართულია CD4+ და ჰელპერი T ლიმფოციტების აღდგენისკენ. AGT მიიჩნევს, რომ გენურ თერაპიას აქვს უნარი, გაანადგუროს ინფიცირებული უჯრედები პაციენტის ორგანიზმიდან და შესაბამისად შეამციროს ან სრულიად გაათავისუფლოს ინფიცირებული ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში არვ მედიკამენტების მიღებისაგან.
AGT იმედოვნებს რომ გენური თერაპიის დახმარებით:
* აივ-დადებითი ადამიანები აღარ საჭიროებენ მედიკამენტის მიღებას;
* ისინი აღარ არიან გადამდებნი;
* აივ-დადებით პირს არ განუვითარდება შიდსის სტადია;
* აივ ინფექციისგან განკურნებული პირი, აღარ ინფიცირდება ხელახლა;
გენური თერაპია აივ ინფექციის ფუნქციური განკურნების მეთოდია, რა დროსაც ვირუსი რჩება ადამიანის სისხლში, თუმცა ის არ არის გადამდები სხვებისთვის, არ განიცდის რეპლიკაციას და არ არის საზიანო აივ-დადებითი პირის ჯანმრთელობისთვის. გენური თერაპიის შემდგომ, აივ-დადებითი პირი აღარ საჭიროებს ანტირეტროვირუსული მედიკამენტის მიღებას, ვინაიდან ის ფუნქციურად განკურნებულია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატება მიიღწა აივთან ბრძოლის მიმართულებით. გამოჩნდა მრავალი ახალი თერაპიული საშუალება, რომლებიც განაპირობებენ მკურნალობის ოპტიმიზაციას. დაახლოებით 38 მილიონი აივ-პოზიტიური ადამიანისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფექციისგან სრული გამოჯანმრთელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, არსებობს საკმაოდ დამაიმედებელი სიახლეები გენური თერაპიის მიმართულებით, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს აივის სრულ განკურნებამდე.
AGT-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ გალვინი პროცესებს დამაიმედებლად მიიჩნევს და ,მისი აზრით, გენური თერაპიის პირველი ფაზის კვლევა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აივ ინფექციისგან საბოლოო განკურების კუთხით.
ამაყი ვარ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით, ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გენური თერაპიის მიმართ და მჯერა, პროექტი დიდ წვლილს შეიტანს აივ ინფექციის განკურებისთვის ბრძოლაში.
AGT-ს იმედი აქვს, მეთოდი იქნება სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ მოიხდეს აივ ინფექციის სრული, ფუნქციური განკურნება.
პრესრელიზი: https://www.americangene.com/pipeline/hiv-aids/