ლესბოსელ ქალებზე ძალადობაში ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლი დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ მას ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1 ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის 1 ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის 1 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).
საქმეში ჩართულია “თანასწორობის მოძრაობა” და დაზარალებულ ქალებს უწევს იურიდიულ მომსახურებას. “თანასწორობის მოძრაობამ” მიუთითა დანაშაულის მოტივზე და მოელის რომ პროკურატურის მხრიდან გამოკვეთილი იქნება 53 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ბრალდებული წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით დააკავეს, რადგანაც შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის მისვლის შემდეგაც აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ბრალდებულებისთვის.
შემთხვევა მოხდა 20 აპრილს, თბილისში. ორ ლესბოსელ ქალს თავს მეზობელი მამაკაცი დაესხა. იგი მათ მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით, მიაყენა ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდა, ასევე გამოიყენა ცივი იარაღი. ერთერთმა დაზარალებულმა გამოუძახა პოლიციას და იღებდა ვიდეოს მობილურის საშუალებით.
თავდამსხმელმა მას წაართვა მობილური და ვიდეოები წაშალა, თუმცა წაშლილი ვიდეოების აღდგენა მოხერხდა.